მთის კანონი

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2019-2023

2019 წლის 29 მარტის N01/1440 წერილით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის განცხადებით მიმართა და წარუდგინა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ და სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები. აღნიშნული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრაციის ნომერია 43841, თარიღი 29.03.2019

04.04.2019
მეტი...

მაღალმთიან დასახლებებში შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად, სულ გამოიყო 66 160 379.56 ლარი.

02.03.2018
მეტი...

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა

მთავრობის სხდომაზე გამოტანამდე დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს.

21.07.2017
მეტი...

საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ.

30.11.2016
მეტი...

ხშირად დასმული შეკითხვები

·   რა უნდა მოიმოქმედოს 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებმა პირმა სტატუსის მისაღებად?

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავსშესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

30.11.2016
მეტი...

როგორ მოვიპოვოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

იმისთვის, რომ ისარგებლოთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათებით, აუცილებელია გქონდეთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

სტატუსის მინიჭებისთვის ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. 

განცხადებას უნდა დაერთოს:

 

30.11.2016
მეტი...

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატა

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​დამატებით 99 დასახლების (38 000 მაცხოვრებლის) შეტანასთან დაკავშირებით დაშუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას აღნიშნული დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​დამატების შესახებ.

30.11.2016
მეტი...

Pages