ირაკლი ქარსელაძე

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე.

ირაკლი ქარსელაძეს გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო  სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე  მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: „დიპლომატ ჯორჯია“-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის, სს „საქართველოს ლატარიის კომპანია“-ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის, სს „ლომისი“- ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს „ქართუ ჯგუფი“ -ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე.  კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის საჰაერო და საზღვაო პორტების პროექტის ექსპერტად, სამხრეთ კავკასიის ანტი-ნარკოტიკულ პროგრამაში.
2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა  საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და  შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.  
 ბატონმა ირაკლიმ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ  და რუსულ ენებს.

ირაკლი ქარსელაძე დაიბადა 1978 წლის 28 თებერვალს, ქ. ქუთაისში.