მაია ცქიტიშვილი

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

2012 წლის 1 ნოემბრიდან, იკავებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. 

საჯარო სამსახურში გადასვლამდე, დასაქმებული იყო კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე შპს „ქართუ მენეჯმენტსა“ და სს „პარქაუნთში“. ქბ-ნ მაია ცქიტიშვილს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება როგორც საავიაციო, ისე სამშენებლო სექტორზე:  სხვადასხვა დროს, იკავებდა სს „ბაგები სითი ჯგუფში“ პროექტების მენეჯერის, შპს „ბურჯში“ - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.  კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე, ქბ-ნი მაია ცქიტიშვილი მუშაობდა საავიაციო ბიზნესში, კერძოდ კი: ავიაკომპანია „Georgian Air“-ში, უფროს მენეჯერად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებში“, კომერციული დირექტორის თანაშემწედ და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსად.

მაია ცქიტიშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.

გავლილი აქვს ჩეხური ენის კურსები პრაღის მეფე კარლის უნივერსიტეტში და თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში.