სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

A-/A+

საქმიანობის სფერო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი საკვანძო საჯარო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინდობილ სფეროში ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო, ნორმატიული აქტებისა და  დებულების შესაბამისად. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.  

 

 

რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაციაინფრასტრუქტურული პროექტების, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფაარასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა


 

ამოცანები

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქვეყნის რეგიონებში გრძელვადიან სარგებელზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ადგილობრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას ზრდის და მოსახლეობისთვის ღირსეული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. 

სამინიტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ამის ერთ-ერთი მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი რეგიონში მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია, რომელიც აზიასა და ევროპას ერთმანეთთან უმოკლესი გზით აკავშირებს. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. სამინისტროს მიზანია ევროკავშირის საგზაო სტანდარტებთან ეტაპობრივი ინტეგრაცია, რისთვისაც ქვეყნის მაგისტრალების მოდერნიზაცია ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. 
გარდა ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებებისა სამინისტროს ამოცანებია:

  • სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული სფეროების განვითარებისთვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი;
  • რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება;
  • ქვეყნის რეგიონებში მეწარმეობის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავება;
  • საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
  • წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზება, ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება, ნაგავსაყრელების მართვა;
  • სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა. მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;  
  • მუნიციპალიტეტის შექმნა, მისი გაუქმება და ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შესახებ საქართველოს მთავრობისთვის წინადადებების შემუშავება;
  • სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება და მათი განხორციელება.
     

გამჭვირვალობის  და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა

ანგარიშვალდებულების გაზრდისა და კეთილსინდისიერების ამაღლების მიზნით სამინისტრო მიმართავს ძალისხმევას გამჭვირვალობის და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებისაკენ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საზოგადოების ნდობას და უზრუნველყოფს საჯარო სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

ზემოთხსენებული მიზნის მიღწევის მიზნით სამინისტროში მუშავდება გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია, რომელიც  ეფუძნება კანონის უზენაესობის, ეფექტიანი შიდაუწყებრივი კომუნიკაციის, სამოქალაქო ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. სტრატეგია მუშავდება იმგვარად, რომ დაცული იყოს მისი სრული შესაბამისობა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით გათვალისწინებულ მიზნებთან და ამოცანებთან. 

სტრატეგიის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში ანგარიშვალდებულების, ასევე, კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის სისტემის გაუმჯობესება, სამინისტროს საქმიანობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა და კორუფციის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება.