2019 წლის 29 მარტის N01/1440 წერილით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის განცხადებით მიმართა და წარუდგინა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ და სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები. აღნიშნული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრაციის ნომერია 43841, თარიღი 29.03.2019