იმისთვის, რომ ისარგებლოთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათებით, აუცილებელია გქონდეთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
სტატუსის მინიჭებისთვის ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
განცხადებას უნდა დაერთოს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მაღალმთიან დასახლებაში წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების პირის სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია აუცილებელია, სხვა შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს სტატუსს.