დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინიციატივით და "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად რუსთავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა ტელეკომპანია „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში „საქმიანი დილის“ კითხვებს უპასუხა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კავკასიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება მყარი ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილეს.