• რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდებას კომპანიაPomagalski უზრუნველყოფს• სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა• პროექტის საერთო ღირებულება 40 მლნლარს აღწევს• პროექტის დასრულება 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება
საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.