►ტყიბულის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს►ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის შედეგად რეგიონში გაუმჯობესდება ეკოლოგიური პირობები ►ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და საერთო ჯამში 251 957,00 ლარი შეადგინა
დედაქალაქში ახალი მეტროსადგურის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება
ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. ჩქაროსნული გზის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ტრანსპორტის გამტარუნარიანობა, შეძლებთ უსაფრთხო გადაადგილებას და შემცირდება მგზავრობის დრო.
მანგლისსა და წალკას ნარჩენების გადამტვირთი სადგური ემსახურება
ნარჩენების გადამტვირთი სადგური გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე.
სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს
საქართველოს მუიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, წმინდა გიორგის უბანში, საბავშვო ბაღს აშენებს. მშენებლობის პროცესი, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მცხეთა მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნთ ფაზაში გადავიდა. მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა და სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობის: 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. შესრულებული სამუშაოების დათვალიერების და ახალი ტურისტული ობიექტის გახსნის მიზნით კახეთში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტი, მეუფე დავით მახარაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ.
2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით, გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. გუდაურში იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.