საქართველოს მთავრობის განკარგულება
#1292, 2018 წლის 11 ივნისი, ქ. თბილისი, 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, პროგრამის განხორციელების მონიტორინგის გეგმის მომზადება და მისი საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა.
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, საპილოტე რეგიონების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება და მისი საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი