სტიქიის სამივე რეგიონში სტაბილური ვითარებაა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებს. სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ამ დროისთვის სტაბილური ვითარებაა. 
დილიდან განახლდა კორპუსების გადახურვის სამუშაოები. დაიწყო კაპიტალური სამუშაოები ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დევნილების დასახლებაში. აბაშაში დაიწყო საჭირო მასალის მობილიზება და მიწოდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც გამოთქვა სურვილი თავად აწარმოოს სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები. 
დღის განმავლობაში მასალის დარიგება გაგრძელდება სამივე რეგიონში. ფაქტობრივად დასრულებულია ზარალის დადგენის სამუშაოები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან და შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.
 

02.12.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია