სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

A-/A+

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო.
პროგრამა მუნიციპალიტეტებიდან შემოსული მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავდა. 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელების შედეგად გატარდება პრევენციული ღონისძიებები სტიქიის თავიდან ასაცილებლად ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად.

სტიქიის პრევენცია მოიცავს და გულისხმობს ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: რისკის შემცველ გზებსა და მდინარეებზე პრევენციული ღონისძიებებისთვის პროექტირება და მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მეწყრების და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში უკვე გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები. პროგრამის მაქსიმალური მოცულობა  20 000 000 ლარია.
 

13.02.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია