ვიცე-პრემიერმა და პარიზის რეგიონის დელეგაციამ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის, იგივე - პარიზის რეგიონის, დელეგაცია მიიღო. დელეგაციას რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე ხელმძღვანელობს.

მასთან ერთად, თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები, ვიცე-პრემიერთან განიხილეს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა.

მუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში, მხარეებმა ისაუბრეს ურბანული დაგეგმარებისა და კურორტების განვითარების საკითხებზე. თანამშრომლობის სურვილი ასევე გამოითქვა ინვესტიციების მოზიდვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და პროფესიული განათლების მიმართულებებით.
  
 

23.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია