გაწეული სამუშაო ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას აფასებს და ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში გაწეული სამუშაო ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. 

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტისგან, ევროკავშირის ქვეყნების 10 მინისტრისგან, სხვა თანამდებობის პირებისგან მაღალი ტრიბუნიდან მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები, რომელიც ტრადიციული მხარდაჭერის გარდა, მოიცავდა სადისკუსიო სივრცეს იმის შესახებ თუ რისი გაკეთებაა საჭირო ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. ეს ხელს უწყობს საქართველოს საკითხის არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ პოლიტიკურ ნაწილში გააქტიურებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა

ვიცე-პრემიერის თქმით, საინტერესო შეხვედრები გაიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკების ხელმძღვანელებთნ.

„EIB ერთ-ერთი მსხვილი დონორია და ჯამურად საქართველოში 1.5 ევროს პროექტები აქვს დაფინანსებული. საქართველოში წელს პირველად გაიმართა EIB-ის ტექნიკური მხარდაჭერის სატრასტო ფონდის სხდომა, რაც ასევე მათ დიდ ინტერესზე მეტყველებს. მთლიანობაში, ძალიან საჭირო, შინაარსიანი შეხვედრები, დისკუსიები გვქონდა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მეგობრები საინტერესო დასკვნებს გამოიტანენ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

12.07.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია