,,ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები”

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ნორვეგიისა და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაციების თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციაზე “ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები” სიტყვით გამოვიდა.

სესია  მიეძღვნა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადგილობრივი დემოკრატიის სფეროში. კონფერენციაზე მოისმინეს პრეზენტაციები საქართველო ევროპის კავშირის ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროპის საბჭოს კონგრესის რეკომენდაციებზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე-დეცნტრალიზაციის სტრატეგია 2019-2025 წლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა 14 თებერვალსაც გაგრძელდება, კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციისა და  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორობით  იმართება.
 

13.02.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია